"SAKURA" Awards-მა ისტორია 2014 წელს დაიწყო, როგორც ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ფასდება მხოლოდ ქალების მიერ იაპონიაში. დღეს ის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსი აზიაში. იაპონიაში მისი პოპულარიზება Yumi Tanabe-ს ხელმძღვანელობით მოხდა, რომელიც თანდათან გაიზარდა და გახდა ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსი აზიაში, სადაც 4000-ზე მეტი პროდუქტია შემოსული მთელი მსოფლიოდან. კონკურსის შედეგები ყოველთვის დიდ ყურადღებას იპყრობს როგორც იაპონიიდან, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კონკურსმა ხელი შეუწყო ღვინის შერჩევის ახალი კრიტერიუმების განვითარებას იაპონელი ქალების პერსპექტივიდან რის შედეგად იაპონიაში გაიზარდა ღვინის კულტურა. კონკურსი ფასდება ექსკლუზიურად ღვინის სპეციალისტების, კერძოდ სომელიეების, მეღვინეების, ღვინის სკოლის პედაგოგების მიერ.
2022 წელს 25 ქვეყნიდან შემოვიდა 4652 ღვინო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია! უნიკალურმა კონკურსმა, რომელიც აფასებს ღვინოს მთელი მსოფლიოდან ქალის პერსპექტივით, მოიპოვა გლობალური ინტერესი და შექმნა ღვინის კონკურსების ახალი პრეცედენტი. ორმაგი ოქროს, ოქროს და ვერცხლის მედლების შესარჩევად გამოყენებული იქნა 100 ქულიანი სკალა.
სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი წარმოების ღვინოებმა: რქაწითელი ქვევრი და მწვანე ქვევრი მონაწილეობდა ღვინის კონკურსში ,,SAKURA AWARD” 2023. იაპონიაში, მსოფლიო დონის ჟიურის შეფასების თანახმად ორივე ღვინომ მიიღო ოქროს მედალი. არსებული წარმატება ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი წლების ძალისხმევა აღიარებულია. ეს ინდიკატორია იმისა რომ ვაგრძელებთ უკეთესი პროდუქტების შექმნას თქვენთვის. ასევე ვამაყობთ იმ შრომისმოყვარეობითა და ერთგულებით, რომელსაც თითოეული თანამშრომელი დებს თავის სფეროში. გვიხარია რომ ინფორმაციის თქვენთვის გაზიარების საშუალება მოგვეცა.