კომპანიის ვენახებში მოწეული ყურძნისა და მიღებული ღვინომასალების ხარისხი განპირობებულია ვენახების ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობით, სადაც ნიადაგი გამოირჩევა მცირე სისქის, ძლიერ ხირხატიანი, ალუვიური და პროლუვიური შემადგენლობით. ნიადაგის ეს თვისებები ხელსაყრელია ხარისხოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის განსავითარებლად. მეღვინეობას გაშენებული აქვს 27 ჰექტარი საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ვენახები.