Winery Bediani წარმოადგენს შპს აქტო-ს ბრენდს. "ბედიანი" ქართულ ენაში იღბლიანს ნიშნავს და სიტყვა აღწერს ადამიანს, რომელსაც იღბალი და ბედი თან დაჰყვება. ამ სიტყვისა და ბრენდის ისტორიის საწყისს ვხვდებით ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში. ეს არის დრო, როდესაც გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა ააგო ბედიის მონასტერი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს მხარე - აფხაზეთში. საეკლესიო მსახურების გარდა, მონასტერი იყო ის ადგილი, სადაც ღვინო მზადდებოდა ქვევრში, ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული მეთოდით, რომელიც ითვლის 8000 წლის ისტორიას დღემდე.