კომპანია ორიენტირებულია აწარმოოს საშუალო და პრემიუმ სეგმენტის პროდუქცია საკუთარი ვენახებიდან, რომლებიც მდებარეობს კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში. მეღვინეობა გაშენებულია 20,000 მ2-ზე თელავის რაიონ სოფელ კურდღელაურში ადგილმდებარეობა საგანგებოდ შეირჩა არსებული მიკროზონის თავისებურებების გათვალისწინებით. კომპანიის მფლობელობაში არსებული 27 ჰექტარი ვენახი საუკეთესო ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. კომპანია აწარმოებს 25-ზე მეტი დასახელების ალკოჰოლურ სასმელს, რომლებიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. თანამედროვე ლაბორატორიით, იტალიური ცისტერნებითა და საწარმოო დანადგარებით აღჭურვილი მეღვინეობა, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების საფუძველზე ქმნის თანამედროვეობისა და ტრადიციების სინთეზს. კომპანია სრული დატვირთვის პირობებში 1500 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებს.